- პროექტის სახელი: "ქუჩის ბავშვები"
- პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის მონაწილენი იკვლევენ თავიანთ ქალაქებში ქუჩის ბავშვების რაოდენობას, ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, ქუჩაში ყოფნის მიზეზებს. იძიებენ შესაბამისი სამსახურების ჩართულობას ქუჩის ბავშვების პრობლემების გადაჭრაში.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქუჩის ბავშვების საერთო მდგომარეობას: რამდენნი არიან და რა ასაკისანი, რა ასაკიდან დგანან ქუჩაში, სად იყრიან თავს, რას საქმიანობენ, როგორ ირჩენენ თავს, რა არის მათი შემოსავლის წყარო. გამოიკვლევენ ქუჩაში ყოფნის მიზეზებს, ოჯახურ მდგომარეობას, ხომ არ განიცდიან ოჯახის წევრებისაგან ძალადობას, საზოგადოებისაგან გარიყვასა და უგულებელყოფას, მოძიებულ ინფორმაციას შეადარებენ სხვა ქალაქების მდგომარეობას, შექმნიან სტატისტიკურ მონაცემებს ცხრილებისა და დიაგრამების სახით. ჩატარებენ კვლევას , რამდენად არიან ჩართულნი მერიის შესაბამისი სამსახურები ქუჩის ბავშვების პრობლემების გადაჭრაში,აიღებენ ინტერვიუებსქალაქის მერისგან, სოცმუშაკებისგან, ფსიქოლოგებისგან, შეადგენენ სტატისტიკური მონაცემების დიაგრამას წლების მიხედვით, გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. მოაწყობენ საქველმოქმედო აქციას, ჩაატარებენ ღონისძიებებს ქუჩის ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით.
- მონაწილეთა ასაკი: 12–19 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 27.05.2010.–18.06.2010.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით,ინტერვიუები,ცხრილებისა და დიაგრამების შექმნა, ინტერნეტში განთავსება.
- მოსალოდნელი შედეგები: ქუჩის ბავშვების პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარება,მათი დაცვა და საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
- სარგებელი სხვებისთვის: ქუჩის ბავშვების დახმარება, მორალური და ფსიქოლოგიური თანადგომა.
- სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება.
- პროექტის ფასილიტატორი: მზია ჩოქური
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mziachoquri65@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://qucha20.blogspot.com/
пятница, 21 мая 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий